45 000 აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსისთვის იბრძვის.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს ახალგაზრდებმა ტესტირება ორ ნაკადად – ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარეს. წელს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაზრდილია. ცენტრი პირველად გაიხსნა ამბროლაურში. საგამოცდო პროცესის დროს აღარ იმოქმედებს კოვიდ-რეგულაციებიც. გამოცდების შედეგები აგვისტოს მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი.