ეროვნული გამოცდების მეორე დღე. საქართველოს მასშტაბით გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს. სტუდენტის სტატუსისთვის სულ 38 ათასზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რუსთავში იმყოფება და პროცესს აკვირდება.