ბარსელონას ტერაქტიდან ერთი წელი გავიდა. ქვეყანაში 2017 წლის 17 აგვისტოს თავდასხმის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ბარსელონას ცენტრში მდებარე რამბლას ბულვარზე მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ. კატალონიის მოედანზე სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის მეფე ფელიპე ესწრებოდნენ.