მალე ეკრანებზე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა. ახალგაზრდა რეჟისორმა საკუთარ ნამუშევარში თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემის აღწერა სცადა და მაყურებლამდე კომედიის სახით მიიტანა. ფილმი ორი მეგობრის ურთიერთობაზეა. მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი დანიის ფესტივალზე, საკონკურსო სექციაში მოხვდა.