“ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე” - უფასო გამოკვლევები წეროვნის დევნილთა დასახლებისთვის

“ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე” – ამ სლოგანით მედიკოსებმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში უფასო გამოკვლევების აქცია ჩაატარეს. მასში ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგები, ტრავმატოლოგებინევროპათოლოგები და სხვა პროფილის ექიმები ჩაერთნენ.

უფასო კონსულტაციები გამართეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმაც. აქციაში მონაწილეობა წეროვანის, ფრეზეთისა და წილკანის სოფლებში მცხოვრებმა 200-მდე დევნილებმა მიიღო.