ბრიფინგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის თარიღები ცნობილია. პროცესი 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. საუბარია საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი, როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.

https://naec.ge/#/ge/index

https://online.naec.ge/defonline/