აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ, მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. შემდეგ ეტაპზე აბიტურიენტები საგნის შეცვლას, წაშლას, დამატებას ან შემოქმედებითი ტურის არჩევას შეძლებენ. ეს პროცესი 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.