ეროვნული ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ჩარევამ შედეგი ვერ გამოიღო. სებ-ი საკუთარ რეზერვებს ხარჯავს, სავალუტო ბაზარზე კი სიტუაცია ვერ სტაბილურდება.

ბოლო ათ დღეში მეორე ინტერვენციის და ამჯერად 40 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარის კურსი დღესაც დაეცა. დოლარის ფასი 3,20 ლარს გადასცდა, ძვირდება ევროც. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის პანდემიის ფონზე ბიზნესისთვის არასტაბილური გარემო და ნეგატიური მოლოდინები, რის გამოც სფეროს სპეციალისტები მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.

მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, აქვს თუ არა უახლოეს პერიოდში ლარის კურსს გამყარების შანსი.