საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაზე.
საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. რა ფორმით მოხდება ამის გაწერა კანონში, ცვლილებების მეორე მოსმენის დროს გაიწერება.
არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის წარმომადგენელს მიენიჭოს საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლება ან ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნოს. განცხადებები ამის შესახებ დღეს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებმა გააკეთეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირების პროექტი დღეს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.