„ჯეოქეისის“ გუნდმა, პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, პირველი გასვლითი შეხვედრა გამართა. აუდიენცია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან. იმსჯელეს პროექტისა და „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე, ასევე, ამ დეკლარაციის თითოეული პუნქტის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის დიალოგის შესაძლებლობა. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.