საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.
თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი გუშინ შეიკრიბა. დღეს ნაკრები მეორე ვარჯიშს სრული შემადგენლობით ჩაატარებს. მიმდინარე საწვრთნელ პროცესში პირველად ჩაერთვებიან ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე. გუნდს შეუერთდა ჯაბა ჯიღაურიც. ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება და მას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამგზავრებამდე წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქში ხვალ დილით გაფრინდება.