საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლიტვასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი გუნდი ლიტვას დაუპირისპირდება. ერთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ლიტვის შემდეგ ისევ თბილისში ითამაშებს და 27 მარტს ესტონეთს მიიღებს.

ორივე ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება  უფასოა. საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.