საქართველო-შვეიცარია პირველ არხზე

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას ჩაატარებს – ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყის მატჩში, ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნაკრებს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.  ეროვნულ გუნდს, ტრავმების გამო, ვერ დაეხმარებიან ლიდერები გიორგი ჩაკვეტაძე და ლევან მჭედლიძე.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 18:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.