ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის კულტურულ პროგრამაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამი გამოფენით არის წარმოდგენილი.
ერთ-ერთი ექსპოზიცია ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. გამოფენა 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში 10 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი გამოფენა ღვინისა და ოქროს წარმოების შესახებ.
ლიბიგჰაუსის მუზეუმში კი დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ექსპოზიციას, სახელწოდებით „ძველ მსოფლიოში ანტიკური სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებური სახე“.