ეროვნული გვარდია 29 წლისაა. თავდაცვის მინისტრმა გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წელს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა. დღეს გვარდიელები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ.