ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. მას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი. მინისტრმა ყურადღება ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა.