ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურის მერყეობას, ბაზარზე არსებულ მოლოდინებს უკავშირებს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ლარის კურის მერყეობას, ბაზარზე არსებულ მოლოდინებს უკავშირებს. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, იმპორტიორებმა აგვისტოდან ვალუტის შესყიდვა დაიწყეს და ეს პროცესი ამ დროისათვის გააქტიურებულია.
ეროვნული ბანკი დღეს ბლუმბერგის სისტემაში ბანკების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ლარის გაცვლით კურსზე ბანკების გავლენა არ დასტურდება.