ეროვნული ბანკი „ბლუმბერგის“ სისტემაში ბანკების მონაწილეობის მონაცემებს გამოაქვეყნებს 
ეროვნული ბანკი „ბლუმბერგის“ სისტემაში ბანკების მონაწილეობის მონაცემებს გამოაქვეყნებს 

საქართველოს ეროვნული ბანკი „ბლუმბერგის“ სისტემაში ბანკების მონაწილეობის მონაცემებს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს  მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

„დღეს ვაპირებთ „ბლუმბერგში“ ბანკების მონაწილეობა გამოვაქვეყნოთ, რადგან ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე გავლენას და ამის საპასუხოდ, ჩვენ ვაპირებთ რომ დღის განმავლობაში გამოვაქვეყნოთ ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.