ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები - შეფასებები 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრის – ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის არჩევა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების ახალ ტალღას პროგნოზირებენ. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია ეროვნული ბანკის გარშემო ხელოვნური კრიზისის შექმნას ცდილობს.