დღეიდან, კომერციული ბანკებს, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30%-დან 25%-მდე შეუმცირდათ. ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ნიშნავს იმას, რომ კომერციულ ბანკებს, დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დარეზერვებული თანხა გაუთავისუფლდებათ, რომელიც შეიძლება ბაზარს მიაწოდონ და დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად დააბალანსონ.
ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სავალუტო კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს და დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, წლის დასაწყისში სარეზერვო მოთხოვნა კომერციულ ბანკებს 2-ჯერ, ჯერ – 28, შემდეგ – 30 პროცენტამდე გაუზარდა. 1-ელ ოქტომბერს კი, ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და სამომხმარებლო პროდუქტის მოსალოდნელზე მეტად გაძვირების გამო, გადაწყვეტილება ისევ შემცირების მიმართულებით შეცვალა.