ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის.
ცვლილება ძალაში 2024 წლის პირველი მაისიდან შევა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად მუშაობა გრძელდება. მათივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა. 2024 წლის თებერვალში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული.