ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური მღელვარების თემად რჩება.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული და ვეტოდაძლეული კანონის მიღების შემდეგ ცენტრალურ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. ეს ფუნქცია არჩილ მესტვირიშვილისგან ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნათია თურნავამ გადაიბარა. სადავო კანონის მიხედვით ბანკში გაჩენილ ახალ თანამდებობაზე, ანუ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საბჭოს წევრებმა სწორედ თურნავას კანდიდატურა წარადგინეს. ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილების მიღმა ბანკის დროებით ხელმძღვანელად ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატურის შერჩევის სურვილს ხედავს და მმართველ გუნდს სებ-ის გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებს.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა გეგმებით გადაინაცვლა ნათია თურნავამ ბანკის საბჭოდან მენეჯმენტში.