მოლოდინია, რომ სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
პროგნოზს კვლევითი ორგანიზაციები აკეთებენ. მათი მონაცემებით, წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი თვეების წინ პროგნოზირებული 2,8-იანი ნიშნულის ნაცვლად 2,75-იანი ნიშნულის ფარგლებში იქნება. ამ ფონზე აქტიურდება საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების შესაძლო დაწევის საკითხი. ინფლაციასთან დაკავშირებული პროგნოზების და მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე, საბანკო ასოციაცია განაკვეთის შემცირებას ვარაუდობს.