ცნობილი ქართული ანსამბლის რეპერტუარს ევროპის ოთხ ქვეყანაში გაეცნობიან.
„ერისიონი“ განახლებულ შოუ-პროგრამა „საგანძურს“ შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიასა და ფინეთში ჩაიტანს. რამდენიმე საათიანი პროგრამა ახალ ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებს.
მაყურებელი ახალ მუსიკალურ ნომრებსაც მოისმენს. გასტროლების წინ ანსამბლი ყოველდღიური რეპეტიციების რეჟიმშია.
პირველ კონცერტს ერისიონი 2 მარტს შვეიცარიაში გამართავს.