„ერისიონის“ რეგიონალური ტურნე

„ერისიონის“ განახლებული პროგრამა რეგიონებში მოგზაურობას იწყებს.

„ქართული საგანძური“, – ასე დაარქვეს შოუ-პროგრამას, რომელიც გათანამედროვებულ სასცენო ნომრებს აერთიანებს. ცნობილი ანსამბლი ტურნეს აჭარიდან იწყებს.

ანსამბლ „ერისიონის“ ახალი პროექტი ჯამში საქართველოს ოთხ რეგიონში იქნება წარმოდგენილი. პროექტი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“, ფარგლებში ტარდება.