„ერისიონი“ ევროპულ ტურნეს იწყებს.
ქართული ხალხური შემოქმედების გასაცნობად ცნობილი ანსამბლი შვეიცარიის სამ ქალაქს ესტუმრება და რამდენიმე თვის წინ განახლებულ შოუ-პროგრამა „საგანძურს“ წარადგენს. დაგეგმილია ახალი ქორეოგრაფიული ნომრის პრემიერაც.
ევროპელ მაყურებელთან შეხვედრის შემდეგ ანსამბლი განახლებული პროგრამით აზერბაიჯანს ეწვევა. ტურნეს დასრულების შემდეგ კი „ერისიონი კონცერტს“ თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.