მოგზაურობა დროში, თეატრალიზებული წარმოდგენები, საფოსტო მარკის პრეზენტაცია, შემეცნებითი აქტივობები, საპატიო თელაველების დაჯილდოების ცერემონია – ქვეყანა ერეკლე მეფის იუბილეს აღნიშნავს.
302 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთავარი ადგილი თელავია – ბატონის ციხის ტერიტორიაზე დილიდან სხვადასხვა თემატური პავილიონი მოეწყო. თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მეფის და ისტორიული ფიგურის უნიკალური მასალები და პირადი ნივთები გამოფინეს.