ერდოღანის კამპანია სარაევოში

აკრძალვის მიუხედავად, ერდოღანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო კამპანიას მაინც ატარებს.

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ევროპელ თურქებს მხარდაჭერისკენ სარაევოდან მოუწოდებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა თურქეთის მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის გამართვა აუკრძალეს, ქვეყნის ლიდერი ევროპაში მცხოვრებ თურქებს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში შეხვდა.

ერდოღანის ჩასვლას წინ უძღოდა თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სარაევოში ვიზიტის დროს პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმებოდა. თუმცა ერდოღანი ამბობს, რომ მსგავსი საფრთხეები პოლიტიკურ გეგმებს ვერ შეაცვლევინებს.