თურქეთის საარჩევნო ალიანსები

თურქეთში მოახლოებული არჩევნები უკვე აისახა პოლიტიკურ ძალთა შემადგენლობაზე.

24 ივნისს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები ბოლო გადაჯგუფებას ახდენენ. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა, რის გამოც პოლიტიკური ლიდერები არატრადიციულ გადაწვეტილებებს იღებენ. პრეზიდენტ ერდოღანის მრავალწლიანი მმართველობის დასასრულებლად ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოსვლას გეგმავს. ოპოზიციური ალიანსის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება უახლოეს მომავალში იგეგმება.