ექვს თვეში ექსპორტი 35 %-ზე მეტით გაიზარდა. მთლიანობაში, ამ პერიოდში, საქართველოდან უცხო ქვეყნის ბაზრებზე ორი მილიარდ 550 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. სავაჭრო ბრუნვა ექვსი მილიარდ დოლარამდე იყო, ასევე 35 %-ით არის გაზრდილი იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 40 % შეადგენს.