ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - „კაცია-ადამიანის“ პირველი გამოცემა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნიკალურ წიგნთსაცავს. მისი ისტორია 1852 წელს იწყება, რადგან ის ფუნქციონირებდა თბილისში კავკასიის მუზეუმის დაარსების პირველივე დღიდან.
ბიბლიოთეკაში დაცულია უნიკალური რარიტეტული ფონდი. მათ შორისაა XVI-XX საუკუნეების მრავალენოვანი, მრავალდარგოვანი ლიტერატურა და რა თქმა უნდა ქართული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშები.
ამ ნიმუშთა შორის გვხვდება ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „კაცია ადამიანის“ პირველი გამოცემა.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია