ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ მიერ არ განხორციელებულა. თუმცა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად უკვე ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.