ექსპერტიზის დასკვნა 

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა სასტიკი წამების შედეგია.

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის ცხედრისთვის ჩატარებული კომისიური დასკვნა „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

სამხარაულის ეროვნული ბიუროს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც მოყვა სიკვდილი. ეს დასკვნა საქმის სხვა მასალებთან ერთად სტრასბურგში გაიგზავნება. დაახლოვებით ათ დღეში დასკვნას დადებს ცენტრი „ემფატიაც“, სადაც არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული წამების მეთოდებზე იქნება საუბარი.

როგორ აფასებენ კომისიური დასკვნის შედეგს ხელისუფლებაში და რა გამოხმაურება მოყვა „მოამბის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტს პოლიტიკურ სპექტრში – ქეთევან ქარდავა განაგრძობს თემაზე საუბრას.