კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმში ამიერკავკასიაში პირველი სახელმწიფო ექსპერტიზის ლაბორატორიის მოწყობის პროცესი მოინახულა. ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი, ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კონსულტაციითა და მონაწილეობით, გასულ წელს შემუშავდა.
ლაბორატორია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსდა. მისი უპირველესი ამოცანა ფალსიფიკაციისგან ქართული ხელოვნებისა და კულტურის დაცვაა. ამისთვის კი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს – ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ; მათ შეისწავლეს სპეციალიზებულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში მისი გამოყენება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.