ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან 

კანადაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილია, მისი ერთ-ერთი ავტორი კი ქართველი მეცნიერია.

გიორგი ბაბუაძე მეცნიერ გარი კანინგემის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე თვეა „კოვიდ 19“-ზე მუშაობს. პრეპარატის პრეკლინიკური ეტაპი თითქმის დასრულებულია, მალე მეცნიერებმა მისი ადამიანებზე გამოცდა უნდა დაიწყონ.

მარიამ სეთურიძემ ჩაწერა სატელეფონო ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან, რომელიც უკვე სამი წელია კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობს.