ექსკლუზიური ინტერვიუ ბრიტანელ დიპლომატთან

ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ალიანსის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის დიპლომატი საქართველოშია.

დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი დილიდან თბილისში ხელისუფლების პირველ პირებს ხვდებოდა.

საიმონ მაკდონალდი ამბობს, რომ ბრიუსელის სამიტზე ქართულ მხარეს ლონდონის მხარდაჭერა ექნება.

“მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში დიპლომატმა განსაკუთრებულად ის წვლილი გამოყო, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეაქვს.

სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა საიმონ მაკდონალდს.