ექსკლუზივი - ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე პირველად საუბრობს

გადაწყვეტილებიდან სამ თვეში ზაზა ფაჩულია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე პირველად მოამბესთან დეტალურად საუბრობს. ყოფილი კაპიტანი ნაკრების სამომავლო პერსპექტივას აფასებს, თუმცა ქართული კალათბურთში არსებულ ვითარებას მძიმეს უწოდებს.

გოლდენ სტეიტის ვარსკვლავი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებს და ფიქრობს, რომ ამ არჩევნების შედეგზე ქართული კალათბურთის მომავალია დამოკიდებული.

ზაზა ფაჩულიასთან ამერიკაში ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას პირველი არხის ვებგვერდზე 1TV.ge-ზე გაეცნობით, მანამდე კი რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი ჩვენს რეპორტაჟში.