ფაჩულიამ „დინამო“ იყიდა

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი „დინამო“ იყიდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა და ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა, შიო ხეცურიანმა თბილისის „დინამოს“ ბაზაც შეიძინეს. როგორც ხეცურიანი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული კალათბურთის განვითარებისთვის და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის მიიღეს.

თბილისის „დინამო“ ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდია. უახლოეს მომავალში კლუბის ახალი ხელმძღვანელობა არაერთ სიახლეს გეგმავს.