ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გოლდენ სტეიტის მორიგი გამარჯვება
ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გოლდენ სტეიტის მორიგი გამარჯვება

გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ რეგულარულ სეზონში მე-15-ე გამარჯვება მოიპოვა. მოქმედმა ჩემპიონმა, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ 110-95 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ 20 წუთში: 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გამარჯვებულ გუნდს, კვლავ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა და 6 პასი მიითვალა აქტივში.

კლეი ტომპსონის მონაგარმა, 24 ქულა შეადგინა. სტივ კერის გუნდი, 15 მოგებით და 5 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში, მხოლოდ ჰიუსტონროკეტსს“ ჩამორჩება და მეორე ადგილზე იმყოფება. „უორიორზის“ მომდევნო მეტოქე, საკრამენტოკინგზი“ იქნება.

ისევ მოიგო ბოსტონ „სელტიქსმა.“ მიმდინარე რეგულარული სეზონის ლიდერმა სტუმრად ინდიანა „პეისერსი“ 108-98 დაამარცხა. ამ თამაშში გადამწაყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 37-16 მოიგეს. ბრედ სტივენსის გუნდში კაირი ირვინგი იყო გამორჩეული. „სელტიქსის“ გამთამაშებელმა, 25 ქულა და 6 პასი გააკეთა. 21 ქულაა, ალ ჰორფორდის მონაგარი. ბოსტონელებისთვის ეს მე-18-ე გამარჯვება გამოდგა. „სელტიქსი“ მომდევნო შეხვედრაში, საკუთარ „თი დი გარდენში“ აღმოსავლეთ კონფერენციის უშუალო კონკურენტს, დეტროიტპისტონზს“ უმასპინძლებს.

 

დატოვე კომენტარი