ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკთან აქცია იმართება.
შეკრებილები სისხლის ბანკში ყოფილი კლინიკის „ჰელთი ჯორჯიას“ თანამშრომლების ფულადი დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მოშიმშილე ექიმებს მედიცინის პროფკავშირი და სხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები სოლიდარობის აქციით შეუერთდნენ.
მოშიმშილეებს გამოეხმაურა სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
შეგახსენებთ, „ჰელთი ჯორჯიას“ 50-მდე ყოფილი თანამშრომელი უკვე რვა თვეა კუთვნილ ხელფასებს უშედეგოდ ითხოვს.