ექიმები ქირურგ ვახტანგ ყიფიანის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საავადმყოფო თეთრხალათიანთა სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. მედიკოსები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კოლეგის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
ყიფიანის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი არგუმენტები ჯანდაცვის მინისტრს ამჯერად თავად ექიმებმა გააცნეს. შეხვედრის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ ფაქტს გაუგებრობა უწოდა და გარკვეულ საკანონმდებლო ხარვეზებზე მიუთითა.
გამოძიება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს მისი კომპეტენციისთვის შეუსაბამო ოპერაციის დაგეგმვას ედავება. 25 წლის პაციენტი ქირურგიული ჩარევის წინ, ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.