ეპიდვითარება საქართველოში - რა წყაროებს უკავშირდება რვა ახალი შემთხვევა, რა შემთხვევაშია პაციენტი ვირუსის გამავრცელებელი და ვისგან დაინფიცირდა ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალი
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ პირველად ინფექციამ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალამდე მიაღწია.
დაინფიცირდნენ ორი მედდა და სანიტარი, რომლებსაც „კოვიდ-19“ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან გადაედოთ. ასეთი შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა ბათუმში. საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის კარანტინში გაშვება მოუხდა, რადგან როგორც ირკვევა, სამუშაო ცვლის დასრულებამდე ინფიცირებულები მუშაობას განაგრძობდნენ.
ბოლო 24 საათში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია. ჯამში ახალი კორონავირუსი რვა ადამიანს გამოუვლინდა, რომელთა შორის ისევ ფიგურირებენ პაციენტები ბოლნისიდან და მარნეულიდან.