ეპიდვითარება და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

15 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში. გამოვლინდა ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 354 ინფიცირებული. ქვეყანის მასშტაბით გაკეთდა 30 456 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,45%-ია. სულ აცრილია 117 354 ადამიანი. ვაქცინაციის აუცილებლობასა და მოსახლეობის ნდობის გაზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი. ივანე ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული პრეპარატების მარაგი ძირითადად მეორე დოზისთვისაა განკუთვნილი. მისივე ცნობით, ახლა ქვეყნაში ვაქცინაციის მეოთხე და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და „სინოფარმის“ შემდეგ,  „სინოვაკზე“ რეგისტრაციაც დაწყებულია. სპეციალისტების განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აღნიშნულ ვაქცინას ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე  მიანიჭებს.

მოამბე