ეპიდემიოლოგური ვითარება საქართველოში

ბოლო დღეებთან შედარებით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დღეს მცირედით გაიზარდა. 17 000-ზე მეტი ტესტიდან პოზიტიური აღმოჩნდა თითქმის ხუთი პროცენტი. სწორედ ამ მაჩვენებლის კლებაზე და 4%-ს ქვემოთ შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, მოიხსნება თუ არა ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე. ვაქცინაციის მიზნით უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის სიების შედგენა. ქვეყნის მასშტაბით, 75 000 სამედიცინო მუშაკიდან დაახლოებით 14 000-ს ინფექცია უკვე გადატანილი აქვს, „ფაიზერის“ პირველი პარტია კი მხოლოდ 15 000-ი ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. ამიტომ პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალიდან შეირჩევიან მხოლოდ ისინი, ვინც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ და რისკ-ჯგუფში შედიან.

მოამბე