კორონავირუსის გავრცელების დინამიკა მკვეთრად არის გაზრდილი.
ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 11%-ს აღწევს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ კიდევ 5 553 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაიღუპა 47 პაციენტი. ყოველდღე სულ უფრო მცირდება მიმართვის მაჩვენებელი ვაქცინაციაზე. პროგნოზები მძიმეა. პირბადის ტარების შემცირების, აცრის კლების, მაღალი მობილობის და რეგულაციების ხშირი დარღვევის ფონზე ეპიდემიოლოგები უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგირი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ხელისუფლებას რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის სასწრაფოდ გამკაცრებისკენ მოუწოდებს.