ეპიდემიის აფეთქების მაღალი რისკი და „კოვიდ-19“-ის შეკავების უცვლელი მექანიზმები.
მთავრობა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკვლევი ჯგუფების გაფართოებას იწყებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ ყველა ადამიანი, რომელსაც რესპირაციული სიმპტომები და 37 გრადუსზე მაღალი სიცხე ექნება. მისივე თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოება არ უნდა მოეშვას და ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შეასრულოს.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.