ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 247 ინფიცირებული. ეპიდვითარება სტაბილურდება. მიუხედავად მონაცემების შემცირებისა, სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ასვე, აცრების აუცილებლობაზე მიუთითებენ.