საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 551 მოქალაქე. ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ახალი შტამის გამოვლენის შემდეგ, მედიკოსები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. აუცილებელია პირბადის სწორი ტარება და აცრა. მარტის ბოლოს, ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში.