ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება ისევ აუცილებელ რეკომენდაციებად რჩება, რადგან ამ დრომდე პასუხგაუცემელია არაერთი კითხვა „ომიკრონთან“ დაკავშირებით. მედიკოსებს უჭირთ იმის თქმა, რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული პირი, რომელმაც კორონავირუსის ეს ახალი შტამი გადაიტანა. ასევე ჯერჯერობით დაუდგენელია, ტოვებს თუ არა რაიმე ტიპის გართულებებს ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი.