კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაწყებულია. ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირაში დღიური შემთხვევების კლებას არ ელოდებიან. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა და 19 098 დაინფიცირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 36 პროცენტს აჭარბებს. მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ქვეყანაში შეზღუდვები არ დაწესდება, რადგან შეზღუდვებს ვირუსის შეკავება უკვე აღარ შეუძლია. ამ ეტაპზე საქართველოში 210 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს. დადებითი ტენდენციაა ის, რომ არ იზრდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა, შესაბამისად, კლინიკებში არის თავისუფალი ადგილები, თუმცა, ზეწოლა გაზრდილია ონლაინკლინიკებზე, ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე.